მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების გაგრძელების შესახებ განაცხადეს

აზერებიმთიანი ყარაბახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თქმით, ბაქოს განცხადების მიუხედავად, სიტუაციის სტაბლურობასთან დაკავშირებით, ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთით საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება.
„საომარი მოქმედებები გრძელდება. ის არ შეწყვეტილა. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ სიტუაციას სრულიად აკონტროლებს ყარაბახის მხარე“ – ნათქვამია არაღიარებული რესპუბლიკის განცხადებაში.
რამდენიმე საათით ადრე კი აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღში სიტუაციის დარეგულირების შესახებ გააკეთა განცხადება: „სიტუაცია სტაბილურია და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლ ქვეშ არის. საომარი მოქმედებები მიმდინარე მომენტში დასრულებულია“ – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურმა.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში სიტუაცია გუშინ დილიდან დაიძაბა.

banner
წინა სტატიაში“დოიჩე ველე”: ბაქო მზად არის კონფლიქტი საომარი გზით მოაგვაროს
შემდეგი სტატიამოსკოვის ცენტრში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში გაჩენილი ხანძარი 3,5 ათას კვ.მ.-ს მოედო