“მთელმა გარდაბანმა იცის, რომ შევარდნაძის კორუმპირებულმა მთავრობამ გამასამართლა”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

გარდაბანში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამგებლობის კანდიდატ ბესიკ კახაბრიშვილის განცხადებით, ის 28 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვებას აუცილებლად მოიპოვებს.

კახაბრიშვილი აცხადებს, რომ მთელმა გარდაბანმა იცის, რომ შევარდნაძის კორუმპირებულმა მთავრობამ გამასამართლა, რადგან ქრთამი არ გადაიხადა.

“მთელმა გარდაბანმა იცის, რომ შევარდნაძის კორუმპირებულმა მთავრობამ გამასამართლა, რადგან ქრთამი არ გადავუხადე. მთელმა გარდაბანმა იცის, რომ ბოლო 16 წელია საჯარო სამსახურში, სხვადასხვა თანამდებობებზე ვმუშაობ და “ქართულმა ოცნებამ” რა სახის სიბინძურეც არ უნდა გამივრცელოს, მათ კანდიდატს აუცილებლად დავამარცხებ ამ არჩევნებში”, – განაცხადა ბესიკ კახაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი ნასამართლევია. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გარდაბნის გამგებლის არჩევნების ბოიკოტირებას გეგმავს და ამ მიზნით ბესიკ კახაბრიშვილის კანდიდატურასაც მოხსნის.

banner
წინა სტატიაშისურსათის სააგენტო ქართული თაფლის საექსპორი პოტენციალის გასაზრდელად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: გიხაროდენ!!!