მთელი სიმართლე ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ[ვიდეო]

ზუსტად 1 წლის წინ, ტომსკში ალექსეი ნავალნის მოკვლა სცადეს.

მოგვიანებით, დადგინდა, რომ კრემლის ოპოზიციონერი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

ფაქტი დამტკიცდა, რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს აღიარა, ხოლო რუსმა ჩინოვნიკებმა და პროპაგანდისტებმა საპასუხოდ ალტერნატიული ვერსიები მოიგონეს, რათა სიმართლე დაემალათ.

ნავალნის თანაგუნდელები მთელი ამ დროის განმავლობაში სასამართლოებს შუამდგომლობებით მიმართავდნენ, დოკუმენტებს აგროვებდნენ და დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებდნენ. მათ ბევრი ახალი ინფორმაცია აღმოაჩინეს, მათ შორის Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტების დახმარებით. ასევე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბარია სხვა შეკვეთილ მკვლელობებზეც, მათ შორის ბერლინში, ზელიმხან ხანგოშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზეც.

https://www.youtube.com/watch?fbclid=IwAR0dq5xldGYm-uX_9Y4MzRSx2h-rJs84CpQ6VzglWaX-FSioFeqw42NnzFE&v=-_YlvkhQh6M&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ კოხტის ახალაშენებულ საჯარო სკოლაში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება
შემდეგი სტატიაჩაქვში დაკავებულ მამაკაცს, 15 შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებას, გაუპატიურებას და ოჯახში ძალადობას ედავებიან.