“მთელი საქართველო ტირის, მეც მეტირება…მარტო გარეგნულად კი არა, სულიერად ლამაზი ადამიანი დააკლდა ქვეყანას”- კახი კავსაძე

ვაკის სამების ტაძარში მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში იმყოფებიან მსახიობის კოლეგები, მეგობრები და ახლობლები.
პანაშვიდზე იმყოფება ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა კახი კავსაძეც, რომელმაც ქართული კინოს ლამაზმანს პატივი მიაგო.
“მარტო გარეგნულად კი არა სულიერად ლამაზი ადამიანი დააკლდა საქართველოს” – ამბობს კახი კავსაძე.
ამის შესახებ მსახიობმა კახი კავსაძემ ვაკეში მდებარე სამების ტაძარში მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.
“ამ ქვეყანაზე შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევითი არ არის, რომ მთელი საქართველო ტირის. მეც მეტირება. მარტო გარეგნულად კი არა, სულიერად ლამაზი ადამიანი დააკლდა საქართველოს. ნიჭიერი და ლამაზი ქართველი ქალი წავიდა. რატომ წავიდა, ყოფილიყო, დაშავდებოდა რამე? ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი სულიერი ცხოვრებისათვის”,- განაცხადა კახი კავსაძემ.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსის” კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ხელისუფლებას უყურადღებობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიალიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე მივიდნენ