“მთელი საქართველო გააოგნეთ თქვენი ისტორიული გამარჯვებით… გია, ყველაფერი გამოგვივა”-მიხეილ სააკაშვილი

წალენჯიხის მერად არჩეული გია ხარჩილავა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის გამოგზავნილ წერილს ავრცელებს.

გია, ჯერ პირდაღებული ვუსმენდი თქვენს უბრწყინვალეს გამოსვლას ზუგდიდში და მერე მთელი საქართველო გააოგნეთ თქვენი ისტორიული გამარჯვებით. ვამაყობ, რომ ასეთი მაღალი კულტურის და განათლების, გამბედაობის თანამებრძოლი მყავს და რტაც მთავარია საქართველოს ყავხართ. სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრებს და სულ მალე შევხვდებით ხელახლა და ჩემი სახით გყავთ ახლო მეგობარი და ძმა. გია, ყველაფერი გამოგვივა. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი, – ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა