მთელი სახელმწიფო მანქანა ორ პარტიასთან ერთად, მუშაობს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი PR-ის ასაგორებლად – აბაშიშვილი

შეწყალების საქმე მმართველ გუნდსა და პრეზინედტს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა. გიორგი აბაშიშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ნაწილის მიერ პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შეფასებები, რომელიც შეწყალების კომისიის მუშაობას ეხება.

მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის განცადებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი PR კამპანია მიმდინარეობს.

“სახელმწიფო უწყებები იმის მაგივრად, რომ ებრძოდნენ კრიმინალს, დაკავებულები არიან შავი PR-ის წარმოებით საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, ცხადია იმ ორ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც არის „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო.“ იმის მაგივრად, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაიცვეს მოქალაქე, რომელმაც მიმართა დასაცავად, დაიწყეს გადაბრალება საქართველოს პრეზიდენტზე. არცერთი უწყებიდან, არც შსს-დან, არც პროკურატურიდან არ მიგვიღია არანაირი ის სტატისტიკა, რომელზეც, ვითომ, გუშინ საუბრობდნენ. სინამდვილეში ეს უწყებები ამ არალეგალურ სტატისტიკას, რომლის სანდოობაში კაცმა არ იცის, რამდენად უდა ვყოთ დარწმუნებულები, აძლევენ მათ რუპორ პოლიტიკოსებს, რომ როგორმე ეს სტატისტიკა ლეგალურად იყოს შეფუთული. ფაქტობრივად, მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი PR-ის ასაგორებლად,“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა საფრანგეთში “კაბუ” დააკავეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის შეწყალების ახალი სკანდალი – სასამართლო მარგველაშვილის მიერ კიდევ ერთი შეწყალებულის საქმეს განიხილავს