მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 60 ათას Porsche-ს გაიწვევენ

გერმანიის ტრანსპორტის ფედერალურმა უწყებამ დაახლოებით 60 ათასი Porsche-ს გამოწვევა მოითხოვა მთელი მსოფლიოდან – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 18 მაისს გავრცელდა. საუბარია იმ მანქანებზე, რომელთაც Macan-ისა და Cayenne-ს ძრავები უყენიათ.
გაწვევის მიზეზია გამონაბოლქვის არაეფექტური გაწმენდა. Macan-ის მოდელში ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გამოცდისას დაყენებული ხუთგზის გამფილტრავი სისტემა, სინამდვილეში გაყიდულ მოდელებზე არ მუშაობს.
აპრილის შუა რიცხვებში “დიზელის სკანდალთან” დაკავშირებით Porsche-ს ერთ-ერთი ტოპ მენეჯერი დააკავეს. კონცერნთან დაკავშირებით გამოძიება 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, ამდაგვარად კომპანიაც იმ “დიზელის სკანდალის” ნაწილი გახდა, რომელშიც ადრე გახვეული აღმოჩნდნენ Audi და Volkswagen-ი.

banner
წინა სტატიაშისოხუმში გზების შეკეთებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში განხორციელებული სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა