„მთელი ხელისუფლება კობახიძის ჩათვლით, მირზა სუბელიანის შნირები არიან“ – ზაზა სარალიძე

თბილისში, პარლამენტის შენობასთან შვილმოკლული მამების პროტესტი გრძელდება. ისინი რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდებთან ერთად შეიკრიბნენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. აქცია-პერფორმანსში ახალგაზრდებთან ერთად, შვილმოკლული მამებიც მონაწილეობენ. ისინი კვლავ ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის მიერ მართულები არიან.

„მთელი ხელისუფლება კობახიძის ჩათვლით, არიან ვირთხის დღეში. აღარ იციან, რა თქვან ამ საქმესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ყველანი სუბელიანის შნირები არიან, რომელთაც უნდათ ამ აქციას სისულელე ელფერი შესძინონ. რას ჰქვია „ნაციონალების“ აქცია და რას ჰქვია „ოცნების“ აქცია. მოვითხოვ, „ოცნების“ დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბონ ერთ დღეს, მივალ, რომელ დღესაც უნდათ და პირდაპირ დაველაპარაკები და დავსვამ რამდენიმე კითხვას. ვნახოთ, რა პასუხს გამცემენ. ყველა სუბელიანის მონაა, სუბელიანი ყველას თავის ჭკუაზე ათამაშებს, რომ კალანდია პასუხისგებაში არ მისცენ. სუბელიანის დაკავება იყო შეთანხმება, რომ აუცილებლად უნდა ჩამჯდარიყო, რომ ის მუხტი ჩამქრალიყო ხალხში,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატები გლდანის მერვე დაწესებულების ადმინისტრაციას პატიმრების წამებაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაგადაწყვეტილება, რომ ყველა ტაქსი თეთრად გადაიღებოს, კორუფციულია – რომან გოცირიძე