21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

“მთელი ევროპა მცდარად იღებს გადაწყვეტილებას და “ოცნებაა” ცამდე მართალი?”- მამუკა კაციტაძე

კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა — დასავლელი პარტნიორები „საფრთხობელებად“ წარმოაჩინოს, აბსურდულია, რადგან საქმე ცალკეულ პოლიტიკოსებს კი არა, მთელი ევროპის ერთიან პოზიციას ეხება:

„ქართულმა ოცნებამ“ რაღაც ტაქტიკად აირჩია, რომელიღაც პოლიტიკოსის კრიტიკა. ჯო უილსონი დახატულია როგორც საწინააღმდეგო ფიგურა, საფრთხობელა. დავუშვათ, დავუჯერეთ „ოცნების“ წარმომადგენლებს და ჯო უილსონისადმი ასეთი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც წარმოდგენილია მთელი ევროპა, აფასებს და გადაწყვეტილებას მცდარად იღებს და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ცამდე მართალია? ყველაფერი ცხადი და ნათელია, რა გზას ადგას „ქართული ოცნება“.

კაციტაძემ ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტზე და აღნიშნა, რომ ნაცვლად კერძო დასავლური და აზიური ინვესტიციებისა, რომლითაც პორტს პირველი გემი ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მიეღო, დღეს ხელისუფლებას პროექტისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 200 მილიონი ლარის მოძიება უწევს. მისი თქმით, ანაკლიის სტრატეგიული მნიშვნელობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსაც კი აღემატება.

banner
წინა სტატიაში“მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით ჰაერში”- ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის ახალ დინამიკაზე
შემდეგი სტატიაისრაელის მედია: ნეთანიაჰუ ტრამპს მოუწოდებს, თურქეთს თანამედროვე იარაღი არ მიჰყიდოს