6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

“მთელი ეს ცირკი მოეწყო, რათა გერმანიის ელჩისთვის ეთქვათ დარბაზში ადგილი არაა და არ შემოეშვათ”- სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

“სასამართლო” სხდომას ესწრებოდა ჩემი ორი ახლობელი, რომ შევიდნენ, მათ უკვე დარბაზში დახვდათ რამდენიმე ადამიანი.

ერთი ასეთი ტიპი ჩაუჯდათ შუაში, ხოდა ჩემმა ახლობელმა კითხა შენ ვისთან ხარ მოსულიო? იმან ჩაიბურტყუნა რაღაც, იმის მსგავსი რომ “სამოქალაქო ადვოკატი” იყო.
ამის შემდეგ, ჩემმა ახლობელმა ცოტა ხანში ჰკითხა მეთანხმები თუ არა, რომ ქოცები უნდა გადაშენდნენო? იმან უპასუხა აბა რაო.
ხომ იცი ეგენი ვერ გადაშენდებიან თუ ივანიშვილი არ მოშორდაო, არ შეეშვა ჩემი ახლობელი. ამაზე “სამოქალაქო ადვოკატი” წამოხტა და დარბაზიდან გავიდა, ცოტა ხანში გაჰყვნენ სხვა “ადვოკატებიც”.

სინამდვილეში, მთელი ეს ცირკი მოეწყო, რათა გერმანიის ელჩისთვის ეთქვათ დარბაზში ადგილი არაა და არ შემოეშვათ”,_ წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“თუ რუსეთი შემოიჭრება, ომს მის ტერიტორიაზე გადავიტანთ”- მარგუს ცაჰკნა
შემდეგი სტატიასახლში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა