მთელი დღე სიცხეში მდგარმა აქლემმა პატრონს თავი მოაჭამა

მთელი დღე სიცხეში მდგარმა აქლემმა პატრონს თავი მოაჭამა

aqlemiინდოეთში აქლემმა, რომელიც მთელი დღის მანძილზე მზეზე იდგა, საკუთარ პატრონს თავი მოაჭამა – The Times of India ავრცელებს.
ინციდენტი შაბათს, 21 მაისს მოხდა ქალაქ ბარმერში. აქლემის პატრონს მხოლოდ საღამოს გაახსენდა, რომ აქლემი მთელი დღე მზეზ ყავდა დაბმული. როცა მამაკაცი აქლემს მიუახლოვდა, ყელში წვდა კბილებით, მიწაზე დაადგო და სანამ თავი არ წაგლიჯა, არ შეეშვა.
გაზეთის ინფორმაციით, 25 ადგილობრივი ცდილობდა მამაკაცის შველას, მაგრამ უშედეგოდ. აქლემმა 6 საათის მანძილზე დამშვიდება ვერ შეძლო.
როგორც The Huffington Post ავრცელებს, შაბათს აღნიშნულ მხარეში 43 ცელსიუსი სიცხე დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაში2 საათში იაპონიის ბანკომატებიდან 13 მილიონი დოლარი მოიპარეს
შემდეგი სტატიაავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსული წარმოშობის კანდიდატმა გაიმარჯვა