პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე განცხადებას ავრცელებს:
“ოცნება” ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას. ამის ნათელი მაგალითია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის სარჩელის შეცვლის შესახებ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
ოლიგარქის რეჟიმს ყველაზე მეტად თავისუფალი ჟურნალისტების და თავისუფალი სიტყვის ეშინია. ამიტომაც ცდილობს მზია ამაღლობელი საჩვენებლად დასჯას, მაგრამ საქართველო ბელორუსი არ არის, რომ “ოცნებამ” საოცნებო დიქტატურა დაამყაროს.
მე, როგორც პარტიის “ჩვენ” თანათავმჯდომარე, მთელი ჩვენი გუნდის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ მზია ამაღლობელს და ჩვენ, ხალხთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ოლიგარქიული დიქტატურა არ დამყარდეს და ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს! ჩვენი ძალა მრავალფეროვნებაშია და ჩვენ, ყველა ერთად, სწორედ ამ მრავალფეროვნებით გავიმარჯვებთ“ – აცხადებს ნაკაიძე.