„მთელი ამ ხნის განმავლობაში სარალიძე და მაჩალიკაშვილი ღირსებაშელახულები არიან” – მანანა ნაჭყებია

“ხელისუფლება კანონზე მაღლა აყენებს თავის თავს,” – ასეთია ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური მდივნის შეფასება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ ამ ხელისუფლებამ მოახერხა ისიც კი, რომ პოლიციას მისცა უკანონო ბრძანება და გააკეთებინა ის, რაც ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუსაბამოა.

მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ხელისუფლებამ შეულახა ღირსება.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვხედავ ბატონ სარალიძეს და ბატონ მაჩალიკაშვილს, რომლებიც ღირსებაშელახულები არიან. როდესაც საუბრობენ, რომ რატომ ავლებთ პარალელს გირგვლიანის საქმესა და ამ საქმეებს შორისო, დიახაც, ვავლებთ. ჩემი აზრით, არის პარალელი იმიტომ, რომ სახელმწიფომ მოუკლა მაჩალიკაშვილს შვილი. კვლავ სისტემა დადგა სადარაჯოზე ვიღაცის. სუბელიანია თუ ვინც არის, არა აქვს მნიშვნელობა,“ – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

მისი თქმით, ეს ხელისუფლება მორალურად დასრულებულია და ამ ყველაფერის სამართლებრივი გაფორმება არჩევნებზე მოხდება.

banner
წინა სტატიაშიაქცია არ დაიშლება და კარვების აღების უფლებას აქციის მონაწილეები არ მისცემენ ხელისუფლებას
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: აქ ფსკერის პოვნა ძალიან ძნელია