მთელ საქართველოს უთხრეს, თქვენ ხართ ჯოგი, თქვენ ხალხი არ ხართ-ბურჯანაძე ხელისუფლების პრივილეგიებზე

“ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, გადაცემაში “დღის სტუმარი” გუშინდელ ისტორიულ საფეხბურთო მატჩზე, მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების დასწრებას გამოეხმაურა

“პარლამენტში რომ არ იჯდეს კალაძე და კობიაშვილი, მათ სტადიონზე ჯდომას ავიტანდით, იმიტომ რომ ფეხბურთელები არიან, პარლამენტში რომ არ იჯდეს ბატონი კობიაშვილი, შეიძლება მართლაც ფეხბურთის ფედერაციის საქმე უკეთესად იყოს და ამ დღეში არ ვიყოთ, რა დღეშიც ვართ, იმიტომ რომ გუშინ იყო გულჩაწყვეტილი მთელი საქართველო. ამათმა გააკეთეს ის, რომ მთელ საქართველოს უთხრეს, რომ თქვენ არავინ არ ხართ, ჯოგი ხართ, თქვენ ხალხი არ ხართ, ამას გვეუბნებიან ყველას, ვინც მაგათ კასტაში არ არის, ამას არავითარ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა არ მოითმენს, ჩვენ ვხედავთ რომ თავზე გვენგრება ქვეყანა და ფეხბურთი ამის გამოვლინებაა. მითუმეტეს ფედერაციამ მოგვცა უფლება, რომ იქ ხალხი დაეშვათ, ყველაზე აღმაშფოთებელი იყო ის, რომ ხალხი გარეთ დატოვეს და იმისი ტვინიც არ ეყოთ, რომ ეს ხალხი არ დაეჯარიმებინათ, მიდიხარ, პირივილეგილებული მდგომარეობის დემონსტრაციას აკეთებ, თან ხალხს გარეთ ტოვებ, მაშინ როდესაც უეფა გეუბნება, რომ შეგიძლია 20,000 კაცი იქ შეიყვანო და კიდევ აჯარიმებ, ეს როგორ არის იცით, უკაცრავად, წერას რომ ყავს ხელისუფლება აყვანილი, აი ზუსტად ესე იქცევიან.”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ,

banner
წინა სტატიაშიკუთხეში არიან მომწყვდეულები – მიხეილ სააკაშვილი ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: ტყეში თუ მარტო ხართ, არავინ გეტყვით, რომ პირბადით იაროთ