მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაში მონაწილეობა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს.

დეპუტატებმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატების წარდგენილი პროგრამა და ამის პარალელურად, მათ კითხვებიც დაუსვეს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 5 თებერვალს დაიწყო და 8 თებერვლამდე გაგრძელდება. ამასთან, 7 თებერვალს მომავალი მთავრობის სრულ შემადგენლობას, მათ შორის, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წევრებს მოუსმენენ. 8 თებერვალს ჩანიშნულ საბოლოო პლენარულ სხდომაზე, სადაც პროგრამის დამტკიცება იგეგმება, მთავრობის სრული შემადგენლობა დაესწრება.

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად 1-ელ თებერვალს გამართულ პარტიის ყრილობაზე წარადგინა, ხოლო მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ბიუროს 2 თებერვალს წარუდგინეს.

banner
წინა სტატიაში“თუ ექნება შესაბამისი ფორმატი, ვითანამშრომლებთ” – სამადაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი – მივესალმებით ყველა სახის ერთობას, რომელიც მოემსახურება ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას