ამ მთავრობისთვის ძალაუფლების საკითხი პრიორიტეტულია-ხოშტარია საკონსტიტუციო კომისიაზე

პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო კომისიის დადგენილებაზე გაიმართება მსჯელობა, საპარლამენტო უმცირესობის თქმით, უმრავლესობის მთავარი მიზანია სრული ძალაუფლება ჰქონდეს ამ კომისიაზე.

„მთავარი პრიორიტეტი ამ მთავრობის არის საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, სადაც უნდათ ძალაუფლების კონსოლიდაცია. ძალაუფლების საკითხი მათთვის არის ყველაზე პრიორიტეტული, რა თქმა უნდა ეს უცნაურია, ის თუ როგორ განვითარდა პროცესები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ამ საკითხზე ძალიან სამწუხაროა, რადგან აზიანებს ამ პროცესის ლეგიტიმაციას,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დადგენილების პროექტით, საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პოლიტიკური ბლოკის-პარტიის პირველ ნომერს, რომელმაც არჩევნებში 3 პროცენტიანი ბარიერი გადალახა. შედეგად კომისიაში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 7 პარტია. ოპოზიციას სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორის მოადგილე რჩეულიშვილზე: მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, საბოლოო დასკვნას სამედიცინო პერსონალი დადებს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არც უშიშროების საბჭოს მდივანი ჩაერთვება