„მთავრობისა და შავრაზმელი ჯგუფების მოქმედებებზე პასუხისგება ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს“ – გიგა ბოკერია

„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის თუ რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში მთავრობის შეცვლასთან ერთად, როდესაც ინვესტორს ეცოდინება, რომ მის ჩადებულ ინვესტიციას პრობლემა არ შეექმნება.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგია ბოკერია ნამახვანჰესის შენების შეწყვეტას.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორი ზიანი მიაყენა ქვეყანას „ქართული ოცნების“ , ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ და მათთან დაკავშირებული შავრაზმული ჯგუფების მოქმედებებმა, რომლებიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ატყუებენ მუდმივად, პატრიოტიზმს ამოფარებულები არიან, თითქოს დაიცვეს რაღაცა ქვეყნის ინტერესი, თუმცა პირიქით დაგვაზიანეს, იმიტომ რომ ამითი პირველი, ნაკლები რესურსი გაგვიჩნდება ქვეყანას ენერგო თვალსაზრისით ანუ მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე მათ შორის მტრული ქვეყნიდან იმპორტზე და ამის ფასს გადაიხდის ყველა მოქალაქე, ამ სიძვირის, ქვეყანა დაასუსტეს ამითი და მეორე, კონტრაქტის დარღვევისთვის დიდი საფრთხე გვაქვს, რომ ჯარიმის გადახდა მოუწევს ჩვენ მთავრობას ანუ ჩვენივე ფული დაგვიჯდება ჩვენ ყველას ამ მთავრობის მოქმედებები და ამ შავრაზმელების მოქმედებები. ეს არის ამ ყველაფრის შედეგი და კიდევ ერთი მაგალითია თუ რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში მთავრობის შეცვლასთან ერთად, როცა აღარ მოხდება მსგავსი სკანდალები, როდესაც ინვესტორს ეცოდინება, რომ როცა ქვეყანაში დებს რაღაცას, რაც ჩვენ გვჭირდება და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას სჭირდება, დოვლათის შექმნა მათ შორის ენერგეტიკის მხრივ, მას ექნება გარანტი რომ ის შეთანხმება დაცული იქნება და ვერანაირი შავრაზმული ფსევდო-პატრიოტული მეთოდებით ვერ შეუქმნიან მას პრობლემებს.“ – განაცხადა ბოკერიამ

შეგახსენებთ, რომ კომპანია ENKA ხელშეკრულბას წყვეტს, რის შედეგადაც ნამახვანჰესი აღარ აშენდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ
შემდეგი სტატია„ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს ჩვენს მიერ შეთავაზებულ 4 ნაბიჯიან გეგმას, რის გამოც შეიძლება ძალიან მძიმე შემოდგომა მივიღოთ“ – ვახტანგ კალოიანი