მთავრობის უარი პრეზიდენტის ადმინისტრაციას

„ქართულმა ოცნებამ “ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინადადება, კონსტიტუციის პროექტის განხილვის შესახებ არ მიიღო.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა გაბუნიას შეფასებით, ეს არის მხოლოდ შეთავაზება შეთავაზებისთვის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შემოდგომის სესიამდე განვაგრძობთ დისკუსიას, კონსულტაციებს, საუბარს ოპოზიციურ პარტიებთან, იმიტომ რომ როდესაც ვლაპარაკობთ კონსენსუსზე, იგულისხმება სწორედ ის ძირითადი აქტორები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკურ პროცესს. გვაინტერესებს არასამთავრობოების აზრიც, მაგრამ ყოველი ასეთი მოსაზრება უდნა ეფუძნებოდეს პროფესიონალიზმს და არ უდნა იყოს ანგაჟირებული პოლიტიკური დღისწესრიგით,“ – განაცხადა გაბუნიამ.

პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა,რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დისკუსიის დასაწყებად იმ საკითხთა ნუსხაზე ჩამოსაყალიბებლად, რომელთა შესახებაც კონსენსუსთან დაკავშირებით მზაობა არსებობს.

banner
წინა სტატიაშიკახეთში სტიქიას ებრძვიან
შემდეგი სტატიაჩემი მერობა უნდა იყოს მაგალითი, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ქალები ვერ შევაღებთ – ელენე ხოშტარია