მთავრობის წევრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

მთავრობის წევრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან.
როგორც ტექნოლოგიურ პარკში მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, სასამართლო ხელისუფლებისგან მიიღეს თანხმობა, რომ ეკონომიკურ ბლოკსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ჩამოყალიბებულიყო გამჭვირვალე პლატფორმა, სადაც განიხილავენ სასამართლო ხელისუფლების როლს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში.

,,დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენ ვთხოვეთ სასამართლო ხელისუფლებას და მათგან თანხმობა მივიღეთ, რომ ეკონომიკურ ბლოკსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ჩამოყალიბებულიყო გამჭვირვალე პლატფორმა, სადაც ჩვენ განვიხილავდით სასამართლო ხელისუფლების როლს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგივე კონტრაქტების აღსრულება, საოპერაციო ხარჯის შემცირება, კერძო სეტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენ ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მოვისმენთ, სასამართლოს მხრიდან სათქმელს და რაც მთავრია, ეს იქნება ძალიან გამჭვირვალე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეხვედრას დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ბიზნესექტორის წარმომადგენლები, ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და მოსამართლეები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშისუს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატიარუსეთში სტამბოლში მომხდარ ტერაქტს მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას უკავშირებენ