მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში შესაბამისი სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თავად პრემიერ-მინისტრი თავდაპირველად ვანის რაიონში ჩავა, რომელიც გუშინდელმა სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა. გიორგი კვირიკაშვილი სხვა დაზარალებულ რაიონებშიც, მათ შორის სამეგრელოს რეგიონში, ადგილზე გაეცნობა ვითარებას.

“დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ”,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მთვარობის ადმინისტრაციის ცნობით, ტიქიის გამო გადაიდო საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena-ს სახელმწიფოსთვის გადაცემის საზეიმო ცერემონია. ასევე, გადაიდო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი, ბაში-დაფნარის ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიანატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება