„მთავრობის სუბსიდირების პროგრამა ძირითადად მდიდარ ადამიანებს შეეხება“ – ირაკლი აბესაძე

სესხების სუბსიდირების პროგრამას უარყოფითად აფასებს ოპოზიცია, ხოლო ხელისუფლების განცხადებით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ლარის გაუფასურებაზე მოქმედებს და მათ მიერ შემუშავებული გეგმა ამ პრობლემის გამოსასწორებლად ეფექტური იქნება.

„არის აბსოლუტურად არაეფექტური, პირველ რიგში, ეს არი საბიუჯეტო ხარჯი, 65 მილიონი ლარი, რომელიც კიდევ უფრო მძიმედ აწვება საბიუჯეტო დეფიციტს და საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. რაც მთავარია, ის ეხება მხოლოდ და მხოლოდ 33 ათასამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის ამღებ ადამიანს, ძირითადად მდიდარ ადამიანებს და არანაირი შეხება ამას არ აქვს იმ 100 ათასობით ადამიანთან, რომლებსაც ძალიან მძიმე საკრედიტო ვალდებულებები გააჩნიათ,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშისავჩენკოს თქმით პოროშენკოს ადმინისტრაცია მის მოკვლას გეგმავს
შემდეგი სტატია„პარტია ეკუთვნის ხალხს”–მიხეილ სააკაშვილი აქტივისტებს სკაიპით ჩაერთო