მთავრობის სხდომა – ვითარება თბილისის საბავშვო ბაღებში

კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების გამო დახურული ბაღებიდან ოთხში სააღმზრდელო პროცესი განახლებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ ბაღში მაქსიმალურად ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

„თქვენ იცით, რომ სწავლა პირველ მარტს განახლდა. როდესაც პირველად ჩატარდა პერსონალის ტესტირება, სანამ ბაღები გაიხსნებოდა, 8 ბაღის პერსონალს დაუდასტურდა კოვიდი, შესაბამისად, ეს ბაღები არ გაიხსნა. ამის შემდეგ, ტესტირების პროცესში კიდევ 46 ბაგა-ბაღში დადასტურდა ვირუსი, როგორც პერსონალის, ისე ბავშვების შემთხვევაში, შესაბამისად, დაიხურა ეს ბაღებიც. ამ ეტაპზე, უკვე 4 ბაღში განახლებულია სააღმზრდელო პროცესი. გრძელდება ტესტირება და ეტაპობრივად ხდება ბაღების გახსნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვაკონტროლებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვას და ტარდება ყველა ის ღონისძიება, რაც აუცილებელია აღსაზრდელების და პერსონალის ჯანმრთელობის დასაცავად“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭავარიანის ქუჩაზე დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები არიან ჩართული
შემდეგი სტატიავარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება