მთავრობის სხდომა საჭიროებისამებრ ინიშნება – პრემიერი არშემდგარ სხდომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ჩატარდა გუშინ მთავრობის სხდომა.

„მთავრობის სხდომა საჭიროებისამებრ ინიშნება. არ იყო საკითხების ის მოცულობა, რომელიც მთავრობის სხდომის ჩატარებას ითხოვდა“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრობა ჯერჯერობით არავისთვის შეუთავაზებია.

მისი თქმით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეხება, რის თაობაზეც განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი მონაცემები არის ზუსტად ასეთი- ჩვენ გვაქვს 60%-მდე, ნაცმოძრაობას 18% – კობახიძე
შემდეგი სტატიაპრემიერი – მიუხედავად იმისა, რომ არსებობა გვიწევს რთულ რეგიონში და უამრავი გამოწვევაა ჩვენ გარშემო, ხედავთ, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ, როგორც მშვიდობას, ისე სიმშვიდეს, სტაბილურობას