მთავრობის შემადგენლობის შედგენა მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა და ყველანი ერთად უნდა დაველოდოთ გადაწყვეტილებას

მთავრობის შემადგენლობის შედგენა არის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პრეროგატივა და ჩვენ ყველანი ერთად უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, არსებული პროცედურით მამუკა ბახტაძემ უნდა შესთავაზოს თავისი კაბინეტის შემადგენლობა და კანდიდატები იმ პარტიას, რომელსაც უმრავლესობა აქვს პარლამენტში.

„როგორც ვიცით, დღეს პრემიერ-მინისტრი ასრულებს კონსულტაციებს მმართველ პარტიასთან, რათა მისი იდეა, რომელიც სამინისტროების შემცირებას ეხება, დეპუტატებთან იქნას განხილული. საბოლოო გადაწყვეტილება დაეთანხმებიან თუ არა მმართველი პარტიის წევრები ამ წინადადებას, დღეს გახდება ცნობილი. დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივას „ქართული ოცნების“ რიგებში ფართე მხარდაჭერა ექნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე : არ ვიცი ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში
შემდეგი სტატიაიუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები შესაძლოა თანამდებობებიდან გაათავისუფლონ