25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულთათვის 3.3 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა — გადანაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით

საქართველოს მთავრობის ახალი განკარგულებით, 2025 წლის თებერვალში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 394 744 ლარი უნდა გამოყოს. გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიზნად ისახავს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მქონე მოქალაქეებისთვის საკომპენსაციო თანხების უზრუნველყოფას.

შესაბამისი ცვლილება მთავრობის 2026 წლის 24 აპრილის განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული თანხა 10 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 774 907 ლარი;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – 688 201 ლარი;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 720 393 ლარი;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 385 403 ლარი;

ვანის მუნიციპალიტეტი – 268 165 ლარი;

ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 198 505 ლარი;

აბაშის მუნიციპალიტეტი – 131 394 ლარი;

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 88 613 ლარი;

სენაკის მუნიციპალიტეტი – 86 024 ლარი;

ხობის მუნიციპალიტეტი – 53 139 ლარი.

გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიზნად ისახავს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მქონე მოქალაქეებისთვის საკომპენსაციო თანხების უზრუნველყოფას.

banner
წინა სტატიაშიარ გამოგრჩეთ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდი 16 ივნისს YouTube-ზე – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
შემდეგი სტატიარუსეთში ბომბდამშენი “ტუ-22” ჩამოვარდა