მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად 611 500 ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით 611 500 ლარი გამოიყო.
შესაბამისი თანხა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყო.
“საქართველოს მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, “საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 611 500 (ექვსას თერთმეტი ათას ხუთასი) ლარი”, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატმა დუმას სასადილოდან თურქული კანფეტების ამოღება მოითხოვა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს თბილისის მერთან