“მთავრობის რეალური მეთაური, მათი მამოძრავებელი ძალა იმყოფება სოლოლაკის შუშის სასახლეში“

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

მთავრობის ახლადდამტკიცებულ შემადგენლობას აფასებენ პოლიტიკური ლიდერები. მათი განმარტებით, ახალი მთავრობა ძველი შემდგენლობით არსებულ პრობლემებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს და ქვეყნის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი საკითხები ისევ გადაუჭრელი დარჩება.

პოლიტიკური ლიდერები ბიძინა ივანიშვილის როლზე აკეთებენ აქცენტს. თავისუფალი დემოკრატები დარწმუნებული არიან, რომ როგორც წინა „ივანიშვილის მთავრობა“, დღევანდელი „ივანიშვილის მთავრობა“ ვერ გაართმევს ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს თავს.

ლეიბორისტები კი ისევ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ.

„არავითარი ახალი მთავრობა არ დამტკიცებულა, მთავრობის რეალური მეთაური, მათი მამოძრავებელი ძალა იმყოფება სოლოლაკის შუშის სასახლეში,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის დანიშვნას ხელი მოაწერა