“მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო გარემო”

საკრებულოების შუალედური არჩევნების პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. წინასწარი მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა. ამ დროისთვის 9 საარჩევნო ოლქიდან 7-ში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ნაციონალურმა მოძრაობამ კი გაიმარჯვა 2 ოლქში იმ ოთხიდან სადაც არჩევნებში მონაწილეობდა.

ცესკოს შეფასებით ხმის დათვლის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით ბოლო ინფორმაციით საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 16 საჩივარია შესული.

ცოტა ხნის წინ კი შეხვედრა შედგა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შორის. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ერთი საათი გრძელდებოდა და მიმდინარე საკითხებს განიხილავდნენ.

“ჩვენ განვიხილეთ 2016 წლის არჩევნების სამზადისი. თქვენ იცით. რომ ევროკავშირმა არჩევნებისთვის მედია მონიტორინგის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იყო. ცხადია საუბრისას განვიხილეთ ის ძალადობრივი ინციდენტი რომელსაც გუშინ კორცხელში ჰქონდა ადგილი. სრულ ყოფილად მომაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ რაც მოხდა. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ განცხადებებს რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის და პრემიერის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სრულყოფილად უნდა იქნეს გამოძიებული ეს ფაქტი. მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო გარემო“ – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაში“მოვუწოდებთ რუსეთს მოახდინოს ამ ჩვენს დაპირებაზე საპასუხო რეაგირება”
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას ახლობლები მკვლელების დასჯას მოითხოვენ-აქცია ზუგდიდში