სესილია მალმსტრომი: მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები გაუმჯობესებულია

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ, სესილია მალმსტრომის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირს შორის ხანგრძლივი, ტრადიციული თანამშრომლობის ურთიერთობები დამყარდა, რომლის გამყარებას ევროკავშირი კიდევ ეცდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მალმსტრომმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მასთან დისკუსიამ წარმატებულად ჩაიარა.

“შეხვედრაზე განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის საკითხები, რომლებიც ძალიან მალე შევა ძალაში. ჩვენს შორის ასევე თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით ტენდენციები იზრდება. ჩვენი აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ის, თუ როგორ შეიძლება დამატებით გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ეს ხელშეკრულება გვანიჭებს, იგი უნდა იქნას გამოყენებული ქართული კომპანიების მიერ. გვინდა, რომ ქართული მხარის ინფორმირებულობა გავზარდოთ მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით. ასევე გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ აღნიშნული კომპანიებისთვის. მათ საშუალება ექნებათ, მიიღონ პირდაპირი დაფინანსება. მცირე და საშუალო კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანები უნდა გახდნენ, იმუშაონ საინვესტიციო ბანკებთან ევროკაშირში და ა.შ”, – განაცხადა მალმსტრომმა.

“მან პრემიერს მიულოცა იმ რეფორმების წარმატებით განხორციელება, რომელიც დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.

“მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები გაუმჯობესებულია. კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს ბიზნესკლიმატი და სტიმული მიეცეს საქართველოში პროდუქტიულობის ამაღლებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ ვხედავთ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტს ევროპაში, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ქართული კივი, კენკროვანები, ვმუშაობთ თაფლის მიმართულებით”.

banner
წინა სტატიაში”მთავრობა მზადაა, მეტი ძალისხმევა მიმართოს ევროპული ინტეგრაციისთვის გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების მიზნით”
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2953 ლარია