მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში ბიზნესმენებს ხვდება

მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში ბიზნესმენებს ხვდება. მთავრობის კანცელარიაში შეკრების მიზანი პრემიერის ახალი ინიციატივის განხილვაა. საუბარია საგადასახადო შეღავათებზე.

კვირიკაშვილის ინიციატივით, იგეგმება მოგების გადასახადის გაუქმება იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ამ თანხის რეინვესტირებას მოახდენენ.

“მთავარი პრიორიტეტია, რომ შეჩერდეს საგადასახადო სამსახურის მხრიდან ბანკებზე ზეწოლა. თუ ბიზნესი იქნება შევიწროვებული, საგადასახადო შემოსავლების სამსახურისა და ფინანსური პოლიციის მხრიდან, ეს იქნება საფუძველი, რომ ქვეყანაში ძალიან ცოტა ინვესტიციები იქნება,” – განაცხადა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დღეს პრემიერთან შეხვედრაზე დააყენებენ, საპოლიციო გამოსახლების საკითხი იქნება.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი: ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება უფროდაუფრო სახიფათო ხდება
შემდეგი სტატია2016 წლის 1 იანვირდან 15 იანვრის ჩათვლით მომხდარი დანაშაულების სტატისტიკა