მთავრობის მეთაური 100 წლის ომის ვეტერანს, იოსებ ტუხაშვილს სახლში ეწვია და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

9 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 100 წლის იოსებ ტუხაშვილს სახლში ეწვია. მთავრობის მეთაურმა ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და თარიღთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა იოსებ ტუხაშვილს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.

ომის ვეტერანმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვეტერანების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არსებული ყურადღება ძალიან დასაფასებელია.

პრემიერთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ მიულოცა.

წინა სტატიაშივახტანგ გომელაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი – როგორც არასდროს, ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან, რაც სიამაყით ავსებს ჩემს გულს