“მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დიდი ხანია საჭიროა” – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

“ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა,” – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

“ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია საჭიროა. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა ამ აქტორებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათი უფლებებისა და სურვილების დაცვაზე უარის თქმის გამო”, – წერს კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი – თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისული ვარიანტი, არის მეორე ვარიანტიც – მივალთ არჩევნებამდე რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის – ეს რეჟიმი თავისით იშლება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – ვინც ამდენს ლაპარაკობდით ვითომ მშვიდობაზე, გვაშინებდით გარე ომის საფრთხით, ახლა გინდათ, დაგვაშინოთ შიდა ომით, არც ერთი გამოვა და არც – მეორე – ქვეყანა წავა თავისი გზით, მშვიდობიანად გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს