მთავრობის კანცელარიასთან მისასვლელი ყველა გზას პოლიციას აქვს ჩაკეტილი

მთავრობის კანცელარიასთან მისასვლელი ყველა გზას პოლიციას აქვს ჩაკეტილი – სამთავრობო კვარტალში, სულხან-საბას ქუჩის შესასვლელი, ასევე ინგოროყვას ქუჩა სამართალდამცველებს აქვს გადაკეტილი.

პოლიციას აქვს ასევე ჩაკეტილი პარლამენტამდე მისასვლელი გზები – ჭიჭინაძის და 9 აპრილის ქუჩები.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. მოქალაქეებმა ღამე გაათენეს და “ქართული ოცნების” მიერ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. ისინი არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას სწორედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებიან. პარლამენტის უკანა შესასვლელთან 09:00 საათზე, დაგეგმილია საპროტესტო აქცია სახელწოდებით – “ამოიღე ხმა, დაიბრუნე ხმა”.

banner
წინა სტატიაში“ძლიერი საქართველოს” წევრ გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს
შემდეგი სტატიათავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს – ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა