მთავრობის კანცელარიასთან “გაზპრომის” წინააღმდეგ,აქცია-კონცერტი მიმდინარეობს

aqciaმთავრობის კანცელარიასთან “გაზპრომის” წინააღმდეგ,აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. კონცერტის დაწყებამდე შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნინო დანელიამ მიმართა, რომელმაც საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა ხელისუფლების მიმართ. აქციის ორგანიზქატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ , შეწყდეს მოლაპარაკებები “გაზპრომთან”.

„თუ ხელისუფლება ვერ გვიცავს ამ საფრთხეებისგან, საზოგადოებამ მტკიცედ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომ ჩვენთვის მიუღებელია გაზპრომის გაძლიერება საქართველოში. გარდა ამისა, ეს უნდა დაინახოს რუსეთმაც, რომ საქართველოში გარდა იმ ჯგუფისა, რომელიც გვატყუებს ამ მოლაპარაკებების შესახებ, არსებობს საზოგადოებრივი მძლავრის აზრი, რომელიც არ შეეგუება რუსეთის გაძლიერებას საქართველოში. წარმოუდგენელია, ერთმანეთის გამომრიცხავი არგუმენტებით მთავრობა ხსნიდეს ასეთ სერიოზულ მოლაპარაკებების პროცესს, ამიტომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ამაში ვენდოთ არ არსებობს”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

aciaaaa

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სერგო რატიანის განცხადებით, „გაზპრომის“ საქართველოში შემოსვლა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით, პრობლემებს შექმნის.

როგორც რატიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქცია-კონცერტზე განაცხადა, ქვეყანაში „გაზპრომის“ შემოსვლით, საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა.

„საქართველოს მთავრობას ერთი თვის განმავლობაში ურცხვად ატყუებდა საზოგადოებას, რომ თითქოს ჩვენს მეგობრებს აზრბაიჯანულ მხარეს არ შეუძლია, გაზი მოგავწოდოს. ყველამ იცის, რომ „გაზპრომის“ შემოსვლა საქართველოში ენერგოუსაფრთხოების პრობლემებს შექმნის. ეს საერთოდ უსაფრთხოებისა და ნაციონალური ინტერესების შეურაცხყოფაა. მოვექცევით რუსეთის გავლენის ქვეშ, როგორც ეკონომიკური, ასევე, სტრატეგიული თვალსაზრისით“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციასთნ აქცია-კონცერტი სახელწოდებით – არა გაზპრომს“ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშინაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შემდეგი სტატიამერია განცხადებას ავრცელებს