(video)მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს ხვდება

მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს ხვდება. პრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტახნის წინ მივიდა. პრზიდენტის ადმინისტრაციის ი ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი რეგიონში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ. ასევე ყარაბაღში განვითარებულ ვითარებას. შეხვედრას თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელიც ესწრება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის პირველი პირების შეხვედრაზე შესაძლებელია, საუბარი საკადრო ცვლილებებსაც შეეხოს.თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არც პრეზიდენტის და არც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია არ ადასტურებს.

https://youtu.be/_KppAlYZXtQ

banner
წინა სტატიაშიშს სამინისტრო – რუსულნომრიანი ავტომანქანები, რომლებიც თბილისში გადაადგილდებოდნენ, ჩამოწერილი ტექნიკაა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს