მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ვინც არ უნდა მოხვდეს ახალ კაბინეტში, მთავრობა მხოლოდ ფორმალობა იქნება და ყველა გადაწყვეტილებას ისევ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
„ცხადია ვერ დავუჭერთ ვერანაირ მთავრობის კონფიგურაციას მხარს, რომელიც არის ივანიშვილის რჩეული. იმიტომ, რომ ვთვლით, რომ სწორედ ამ ადამიანიდან მომდინარეობს ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს. შესაბამისად მან რაპაკიც არ უნდა გამოცვალოს, გაწირავს თუ არ გაწირავს თეა წულუკიანს, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია, რადგან ვინც არ უნდა მოვიდეს მათ ადგილას იქნება ივანიშვილის პაიკი“-განაცხადა ენმ-ს წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.
„მარიონეტების ცვლას ხელისუფლებაში, არანაირი შედეგი არ მოაქვს. ეს უკვე ფაქტია, იმიტომ, რომ ღერძი პრობლემის ეს არის ასეთი მმართველობის სტილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამ ვითარებაში იქნება გენპროკურორის ადგილისგამოგლეჯვა ხელისუფლებიდან,“-აცხადებს საპარლამენტო უმცირესობა “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერობის კანდიდატი ცნობილია – საზოგადოება ახლა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დასახელებას ელოდება
შემდეგი სტატიაფოთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა