მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო შეიქმნა

photoქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობისთვის კერძო სექტორისა და მთავრობის წევრების ჩართულობით სპეციალური საბჭოს შეიქმნა – ამის შესახებ 23 ივნისის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, საბჭოს შექმნის ძირითადი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის მიმართული საბიუჯეტო სახსრების დახარჯვა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად და ამ პროცესში ჩართული იყოს კერძო სექტორი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად.
საბჭო იმუშავებს საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვისა და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. მისი საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მარკეტინგული და საპრომოციო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია, ხოლო ქვეყნის ფარგლებში, ტურისტულად მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხილვა-დაგეგმვის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა.
საბჭო განიხილავს ინფორმაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ მიზნობრივი ტურისტული ბაზრების, მარკეტინგული არხების, საშუალებებისა და ასეთი აქტივობებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის შესახებ, კოორდინაციას გაუწევს ქვეყნის შიგნით ჩასატარებელი ტურისტული და კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, შეიმუშავებს საქართველოსთვის ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების კალენდარს.
საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშინაციონალი ექსდეპუტატების _ ცეზარ ჩოჩელისა და დემურ გადელიას ჩინური ოცნება სენაკში!
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი : პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა