14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს დიპლომატიის აკადემია შეიქმნება

მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს დიპლომატიის აკადემია იქმნება.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ.

მისი თქმით, მომავალი წლიდან დიპლომატიის აკადემია, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას. დიპლომატიის აკადემია უწყებრივი დაქვემდებარების საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება.

„საქართველოს დიპლომატიის აკადემია დიპლომატიური სამსახურებისთვის მაღალკვალიფიციურ კადრებს მოამზადებს. უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას მაღალი სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფაში. ასეთი უწყებრივი დაქვემდებარებით რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი წარმატებით ფუნქციონირებს. ეს არის მაგალითად, საქართველოს თავდაცვის აკადემია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ასევე უსაფრთხოების აკადემია შეიქმნა.

ამ წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიპლომატიის აკადემია თავისი უწყებრივი დაქვემდებარებით ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას წარმატებით უზრუნველყოფს.

ჩვენი ამოცანაა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

კობახიძემ მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს და სამინისტროს.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვის განცხადებით, თუ დასავლეთის ქვეყნები კიევის საშუალებით გამარჯვების დღეს ჩაშლიან, მათ მიმართ არანაირი შეწყალება არ იქნება
შემდეგი სტატიაგელა ხასაიას ადვოკატი: საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელო გადაწყვეტილება იყო