მთავრობის გადაწყვეტილებით ქედაში წითელ ნუსხაში შეტანილ 272 ხეს მოჭრის

საქართველოს მთავრობის განკარგულებით აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო კომპანიას – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამჯერად ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

კაკლის ხე (Juglans regia L) – 3 ინდივიდი;
ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 60 ინდივიდი;
კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev) – 209 ინდივიდი.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

„ელექტროსისტემამ“ მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, უნდა დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.

აჭარაში 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო „წითელ ნუსხაში“ შეტანილი უნიკალური ჯიშის ათასობის ხე უკვე მოიჭრა და პროცესი გადამცემი ხაზის მშენებლობის პარალელურად კვლავ გაგრძელდება.

წყარო ”ბათუმელები’

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება
შემდეგი სტატია” ჩვენ, პარლამენტარებს პრეზიდენტმა უნდა დაგვიწეროს კანონი?!”