მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის რაიონის ოთხი სოფლის ელექტროფიცირება განხორციელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტროფიცირება განხორციელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სოფლების – მანანაურის, ცხუმალდის, ბავარისა და ხაჩეშის ელექტროფიცირებისთვის, მთავრობის განკარგულებით, ენერგეტიკის სამინისტოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 535 737 ლარი გამოეყო.
“ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტროფიცირების დასრულების შემდეგ, ჯამურად ელექტროფიცირებული იქნება 29 სოფელი, რომლებსაც ელექტროენერგია 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

banner
წინა სტატიაში„ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს ცხებს მთავრობას”- პრემიერი თავდაცვის მინისტრზე გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება
შემდეგი სტატიათურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა