მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეზვრიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, მთავრობის რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

„მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ამოქმედდება ისეთი რეჟიმი, რომელიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც ჩვენ დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას. ძალიან გთხოვთ, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს მაქსიმალურად დავემორჩილოთ. შევიკავოთ თავი ასეთი ტიპის ღონისძიებებისგან. ასევე, ზოგადად, არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი ცენტრების მუშაობის შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილება ამ დროისთვის მხოლოდ თბილისსა და იმერეთთან დაკავშირებით მოქმედებდა, იქამდე კი იგივე გადაწყვეტილება აჭარაში დაწესდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 279 ნიმუშებიდან 68-ზე დადებითი პასუხია