5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

მთავრობის გადაწყვეტილება: უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ქვეყანაში ყოფნის უფლება კიდევ ერთი წლით, 2027 წლის 24 თებერვლამდე გაუგრძელდათ.

შესაბამისი ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“.

დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიმაკალისტერი: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრა 4 ან 5 მაისს გაიმართება
შემდეგი სტატიაპროკურატურამ კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო