“მთავრობის ძალისხმევა უპრეცედენტოა”-წულუკიანი ვაჟა გაფრინდაშვილზე

იუსტიციის მინისტრის თქმით, მთავრობის ძალისხმევა უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად არის უპრეცედენტო.

“მთავრობის ძალისხმევა არის რა თქმა უნდა უპრეცედენტო და მომავალშიც გაგრძელდება ეს პროცესი. რაც შეეხება არაღიარებული ე.წ. ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების თუ მეთაურების განცხადებებს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არ არის ისინი რას თვლიან კანონიერად, კანონიერად ჩვენ ვთვლით იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“წინა წელთან შედარებით გრიპის შემთხვევების რაოდენობა ნაკლებია, დაფიქსირებულია გარდაცვალების ორი შემთხვევა”
შემდეგი სტატიაშუახევში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა