მთავრობის დადგენილებით, 25 მაისიდან მწერალთა სახლი მწერალთა მუზეუმების გაერთიანებად გარდაიქმნება და მას სხვა საჯარო მუზეუმები შეუერთდება.
მათ შორის საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი; ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი; გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი; ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი; იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი და ივანე მაჩაბლის მუზეუმი. დადგენილებაში ნათქვამია, რომ ჩამოთვლილი მუზეუმების ფუნქციები და უფლებამოსილებები მწერალთა სახლს უნდა გადაეცეს.
ამავე დადგენილების თანახმად, მუზეუმების დირექტორების/დირექტორების მოადგილეების თანამდებობებზე დასაქმებული პირები, მათი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, 2026 წლის 25 მაისიდან გადაინიშნებიან მწერალთა სახლის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებად/ხელმძღვანელების მოადგილეებად
















