მთავრობის დადგენილება №548 – ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ

news
ავტ.: news დეკემბერი 21, 2016 13:07

მთავრობის დადგენილება №548 – ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ

,,მთავრობის დადგენილება №548 „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“,- დადგენილება საქართველოს მთავრობამ 13 დეკემბერს მიიღო.

თუ რას ითვალისწინებს ახალი დადგენილება, ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი წერს:

,,მაშინ, როცა მთელი საქართველო ლარის კურსზე უსაფუძვლო, ბატონიბიძინას მტრების მიერ ხელოვნურად ინსპირირებულ პანიკასაა აყოლილი, მთავრობა აგრძელებს რეალური, საშვილიშვილო საქმეების კეთებას. საქმეებისა, რომლებიც აუცილებლად გააბრწყინებენ ივერიას საშუალო თუ არა, გრძელვადიან პერსპექტივაში. აი, მაგალითად, 13 დეკემბერს მიღებულ იქნება მთავრობის დადგენილება №548 „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც არეგულირებს ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სადგომის რეგისტრაციის, სადგომის წიგნაკის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების წესს, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პირობებსა და შემზღუდავ ღონისძიებებს. მართლაც პიარი არ უვარგათ ამ ღორებს, თორემ როგორ შეიძლება ამ მუხლჩაუხრელად მშრომელ, სუპერკომპეტენტურ მთავრობაზე აუგი თქვას კაცმა?!“-წერს ბიბილაშვილი.

news
ავტ.: news დეკემბერი 21, 2016 13:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics