„თელავის აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაცია დასკვნით ეტაპზეა“ – ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თელავის აეროპორტის მშენებლობის პროექტის ოპტიმიზაციის დასრულების შემდეგ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის პროცესი დაიწყება.
„თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისთვის, საანგარიშო პერიოდში, ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობდა და გრძელდება საპროექტო კვლევითი სამუშაოები.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდიწარეობდა და გრძელდება ტერმიწალის გაფართოება, ახალი საჰაერო ხომალდების სადგომი ბაქნისა და დამატებითი სატრანსპორტო საშუალეზების საპარკიწგე სივრცეების მოწყობა, რის შედეგადაც, თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლწ მგზავრიდან 10 მლწ მგზავრამდე გაიზრდება.
აქტიურ ფაზაშია ქუთაისის დავით აღმაშეწებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3.5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
დასკვნით ეტაპზეა თელავის აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაცია, რის შემდეგაც, დაიწყება შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის პროცესი. დასრულებულია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტზე მუშაობა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
„2025 წლის პიკურ პერიოდში (აგვისტო-სექტემბერი) საქართველოს აეროპორტებში 70-ზე მეტი ავიაკომპაწია 122 საჰაერო ხაზზე, საშუალოდ, 760 სიხშირით ოპერირეზდა.
2025 წელს ქართულ ბაზარზე ოპერირების უფლეზა 13 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა: British Airways, Easyjet UK, Easyjet Switzerland, Easyjet Europe, Edelweiss, Air Serbia, Transavia France, Air Serbia, Electra Airways, Almasria Airlines, SAM Air, Fly Khiva, Vision Air“, – ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.















