მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა სამშაბათს გაიმართება

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

სამშაბათს გახდება ცნობილი დაამტკიცებს თუ არა საქართველოს პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას. მანამდე კი დღეს საკანონმდბელო ორგანოში ბიუროს სხდომა გაიმართება, სხდომაზე დეპუტატები განიხილავენ, თუ როგორ მოხდება კომიტეტებსა და ფრაქციებში დაჩქარებული წესით სამთავრობო კანდიდატების პროგრამების მოსმენა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი კახიანი აცხადებს, მსგავსი პროფილის კომიტეტები გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ მინისტრებს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია მან უკვე წარადგინა პარლამენტში მინისტრობის კანდიდატები.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში 3 დღის განმავლობაში ტორნადომ 7 შტატს გადაუარა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი ქადაგიძეს შეცვლის