მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი – არჩილ თალაკვაძე

“მამუკა ბახტაძესთან ერთად გუნდი განაგრძობს კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე,“- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პრემიერის კანდიდატად მამუკა ბახტაძის დასახელების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ უახლოეს მომავალში კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გახდება ცნობილი.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მინისტრობის კონკრეტულ კანდიდატებზე არ უსაუბრიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე კონსულტაციები გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგში კვადროციკლის ხევში გადავარდნის შედეგად მამა და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძეს აქვს უნარი, რომ ქვეყანა მართოს – ირაკლი კობახიძე