მთავრობის ახალ შემადგენლობაზე გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას 21 ნოემბერს გააკეთებს

საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას 21 ნოემბერს გააკეთებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა გურიაში ყოფნისას განუცხადა. კვირიკაშვილის თქმით, 21 ნოემბერს გაიმართება ბრიფინგი, სადაც განცხადება გაკეთდება.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კი, ცვლილება ეკონომიკურ გუნდს შეეხება.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მამაკაცმა მშობლებს თავები მოკვეთა
შემდეგი სტატია„შე ჩმორო“, „ბუსუსებიანი“ პრეზერვატივი და „იბიარდები“ – ის, რითაც წინა პარლამენტი დაგვამახსოვრდა