მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს საწვავის ფასის ზრდას ისევ გააპროტესტებენ

მძღოლების პროტესტი გრძელდება – მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს 3 საათზე საწვავის ფასის ზრდას ისევ გააპროტესტებენ.

მძღოლების მთავარი მოთხოვნა აქციზის ფასის დაწევა და პრემიერმინისტრთან შეხვედრაა. ისინი სამართალდამცველების მხრიდან დევნაზეც საუბრობენ.

როგორც ცნობილია მშვიდობიანი აქციების დროს რამდენიმე მძღოლი დააჯარიმეს და მართვის მოწმობები ჩამოართვეს.

იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პროტესტის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვებს გაშლიან.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის ერთ-ერთ მაღაროში 21 ადამიანია ჩარჩენილი
შემდეგი სტატიაფოთის მეტალურგიულ ქარხანაში ორი მამაკაცი დაშავდა